შალვა პაპუაშვილი: ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს

„ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების ფონზე, დღევანდელ 26 მაისს საქართველო განსაკუთრებული იმედით აღნიშნავს.
„ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული ნაბიჯები გადადგა, იშრომა და იბრძოლა ევროპული მომავლისთვის. მათ შორის, გადავდგით მთავარი ნაბიჯი – ჩვენ ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს.
საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის
შემდეგი სტატია26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება