შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. პაპუაშვილი პარლამენტმა აირჩია 88 მომხრე ხმით, ერთის წინააღმდეგ. კენჭისყრისას რეგისტრაცია გაიარა 104-მა დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის ასარჩევად 76 ხმა იყო საჭირო.

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. პაპუაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ემსახუროს. მან ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის წინა თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.

„მადლობა საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო. დიდი მადლობა კახა კუჭავას, რომელიც, პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი ოპოზიციას – თუ გინდათ, ვითანამშრომლოთ, თქვენგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭიროთ
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს დაამშვენებდა თავმჯდომარის პოსტზე – კობახიძე