შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს „ქართული ოცნების“ ხარჯზე მანდატების მიღებას, ეს მათ შეძლეს 2020 წელს, როდესაც ერთპროცენტიანი ბარიერი დაწესდა, სამადლოდ მიიღეს ის მანდატები, რომლებიც აქვთ

ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს „ქართული ოცნების“ ხარჯზე მანდატების მიღებას. ეს მათ შეძლეს 2020 წელს, როდესაც ერთპროცენტიანი ბარიერი დაწესდა, სამადლოდ მიიღეს ის მანდატები, რომლებიც აქვთ და დაკმაყოფილდნენ ამ მანდატებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წელს პატარა პარტიებს შანსი მიეცათ, მოსახლეობისთვის ეჩვენებინათ, რომ მათი დღის წესრიგი განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგისგან, თუმცა ისინი დარჩნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ.

„იყო დრო, ოთხი წელი, რომელიც მათ უნდა გამოეყენებინათ, შანსი მიეცა პატარა პარტიებს, მოსახლეობისთვის ეჩვენებინათ, რომ მათი დღის წესრიგი განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგისგან. სხვა მეტი დატვირთვა იმ ერთპროცენტიან ბარიერს არ ჰქონია. ეს იყო მთავარი დატვირთვა, მათ შორის მთავარი რეკომენდაცია ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან, რომ, აი, ხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს ოპოზიციურ ფლანგზე. იქნებ მისცეთ შანსი პატარა პარტიებს, ისინი არ ჩანანან, გამოაჩინონ თავიანთი თავი და აჩვენონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არსებობს სხვა ოპოზიციური პარტიაც. ოთხი წელი გავიდა და რას ვხედავთ? ჩართეთ პარლამენტის ნებისმიერი სახდომა, ნახეთ ოპოზიციის ნებისმიერი ბრიფინგი, „ნაციონალური მოძრაობა“ არითმეტიკულად გადანაწილებულია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. ეს არის, საბოლოო ჯამში, მათი პარლამენტში ოთხწლიანი მუშაობის შედეგი, რომ ისევ დარჩნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ. არიან იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ წელსაც მოსახლეობას არჩევანი ექნება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მისი სხვადასხვა დანაყოფის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – თინა ხიდაშელის ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: ჩვენ გარშემო ცეცხლის რკალია, ჩვენ ლამის, ერთადერთ მშვიდობის ოაზისად ვრჩებით