შალვა პაპუაშვილი – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მზად არის, სრულად ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მზად არის, სრულად ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც დეპუტატები, საეკლესიო პირები და სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.

რაც შეეხება დაწესებულებაში სახალხო დამცველის შესვლას, დეპუტატის თქმით, ესეც უზრუნველყოფილი იქნება.

„მთავარია ამ ბავშვების უფლებები იყოს უზრუნველყოფილი. გარანტორი არის სახელმწიფო და კანონი. სოციალური მუშაკები წარმოადგენენ სახელმწიფოს და ისინი ამ კომპეტენციის ფარგლებში იმყოფებიან. მთავარი არის, რომ ამ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების უფლებები იყოს დაცული. დაწესებულება მზად არის, სრულად ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან. რაც შეეხება სახალხო დამცველის შესვლას, ეს არის კანონიერი კომპეტენცია და უზრუნველყოფილი იქნება.

ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული სკეპტიციზმი არის დაწესებულების ხელმძღვანელის მხრიდან და ეს საკითხიც მოწესრიგდება. ჯერ არ არის მოწესრიგებული. მე არ მგონია, რომ ომბუდსმენი არ ენდობა სოციალურ მუშაკებს. სახელმწიფოს სხვადასხვა მექანიზმი აქვს. ომბუდსმენის მონიტორინგის მექანიზმიც უნდა განხორციელდეს, თუმცა არავის ეპარება ეჭვი, სოციალური მუშაკების ყოფნით ბავშვების უფლებები დაცული იქნება. წლებია, ომბუდსმენი ვერ ახორციელებს მონიტორინგის, ეს განგრძობითი პრობლემაა და უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახაბერ ქემოკლიძე – პარტია „საქართველოსთვის“ მოითხოვს, ირაკლი კობახიძის გუშინდელ კომენტარებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება
შემდეგი სტატიაკახაბერ ქემოკლიძე პარტიის დაფინანსებაზე – ეს არის სახსრები, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გავიღეთ როგორც დონაცია