შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე – გუშინ ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ

გუშინ ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ. ცხვირი ჰგავდა? – ჰგავდა. ყური ჰგავდა? – ჰგავდა და ასევე ჰგავდა ქცევაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„შედით სოციალურ ქსელში და ოპოზიციაზე ერთი კრიტიკული სტატუსი დაწერეთ. დააკვირდით რეაქციებს, ზიზღს, აგრესიას, გარიყვას, რომელიც იქნება თქვენ მიმართ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც სოციალურ ქსელში იქმნება. რაც შეეხება ბილბორდებს, რომლებზეც ჩვენი ოპონენტები ასეთი მაღალი მორალური პიედესტალიდან საუბრობენ – შევიდნენ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე. შედით „ევროპული საქართველოს“ გვერდზე და ნახეთ, როგორი ბანერები აქვთ. თუ დაბეჭდილ ბანერს სხვა წონა აქვს და ციფრულ ბანერს სხვა? მათ ზიზღის ენის შემცველი ვიდეოკლიპები აქვთ გადაღებული, რომლის განთავსებასაც ითხოვდნენ და ტელევიზიისგან უარი მიიღეს, თუმცა უჩივლეს და მოიგეს კიდეც. ზიზღის ენა ჩვენი გამოხატვის თავისუფლება არისო. ჩვენი ოპონენტები ამას წლების განმავლობაში ამკვიდრებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ბილბორდების განთავსებაზე პასუხისმგებლობა ადამიანთა ჯგუფმა და კონკრეტულმა პირმა უკვე აიღო და „ქართულ ოცნებას“ ამასთან კავშირი არ აქვს.

„რა სხვაობა რომელიღაც ქუჩაზე განთავსებულ 10-მეტრიან ბანერსა და ინტერნეტში 10-სანტიმეტრიან ფოტომონტაჟს შორის? თქვენი აზრით, ბავშვები ასეთ ბანერებს ინტერნეტში არ ნახულობენ? ბავშვები ვაჟა-ფშაველაზე რომ დადიან და რაღაც ბილბორდს ხედავენ, ინტერნეტშიც ხომ შედიან და ხედავენ ფოტოკოლაჟებს? კახა კალაძემ ხომ თქვა, მე ოჯახი არ მყავსო? ნუ გააიგივებთ ამ ბილბორდებს „ქართულ ოცნებასთან“, არ არის კავშირში ჩვენს პარტიასთან და რა ვქნათ, ხომ არ დავიბრალებთ?“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს გადასატანი ყუთის მოთხოვნით 25 -27 სექტემბრის პერიოდში უნდა მიმართონ
შემდეგი სტატიასარჯველაძე – არ ვიცი, ვის რა როლი აქვს გუშინდელ სპექტაკლში, ჰარცელს, ბადრი ჯაფარიძეს ან მელიას