შალვა პაპუაშვილი ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს დაამშვენებდა თავმჯდომარის პოსტზე – კობახიძე

“თავისი განათლებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, პიროვნული თვისებებით, შალვა პაპუაშვილი დაამშვენებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს. ამაში ალბათ, ჩემი კოლეგები ერთსულოვნად დამეთანხმებიან. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია განათლება, პროფესიონალიზმი, მაგრამ ესეც არაფერს ნიშნავს სათანადო პიროვნული თვისებების გარეშე. აქ ცალკე უნდა ითქვას, რომ გარდა პროფესიონალიზმისა, შალვა არის უაღრესად წესიერი სამართლიანი, პრინციპული ადამიანი. ეს ის თვისებებია, რაც სჭირდება პარლამენტის თავმჯდომარეს და რის გამოც, ჩვენმა გუნდმა არჩევანი შეაჩერა შალვა პაპუაშვილზე” – თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – პაპუაშვილს: ვიქნები პარლამენტის ყველა თავმჯდომარის გულშემატკივარი და თანამდგომი, მაგრამ ხმას ვერ მოგცემთ