შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე სიკეთე თუ სურს ქვეყნისთვის, ერთადერთი მანიფესტი, რასაც ხელი უნდა მოაწერონ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა

„ნაციონალურ მოძრაობას“ თუ უნდა რამე სიკეთე უნდა ამ ქვეყანას და საკუთარ მხარდამჭერებს გაუკეთონ, ერთადერთი მანიფესტი, რასაც მათ ხელი უნდა მოაწერონ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მანიფესტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი სიკეთე, რაც შეიძლება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთოს არის, რომ დაიშალოს.

„სხვა დანარჩენი მათ 20 წლის განმავლობაში ამ ქვეყნისთვის ბოროტების, ზიზღის, ბოღმის, წამების, ადამიანის ღირსების აყრის გარდა არაფერი მოუტანიათ ამ ქვეყნისთვის. 20 წელია, ემტერებიან საქართველოს და შექმნილი აქვთ ანტიქართული პლატფორმა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა დამატებითი ბერკეტები და ძალადობდნენ სახელისუფლებო ბოროტებით, ახლა არიან ოპოზიციაშია და ძალადობენ სიტყვიერად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – გადამწყვეტი არის არა ბარიერი, არამედ ხალხის ნება, ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – საქართველოს ევროპულ მატარებელში ყოფნა ვისაც უნდა, სამუშაო პროცესში კარი ღია იქნება ყველასთვის, ისე რომ არ იყვნენ, დღეს როგორც არიან, ბაქანზე მარტო და ჩამოსტირით ცხვირ-პირი