27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ორი ინსტიტუცია, ევროპარლამენტი და PACE, არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ორი ინსტიტუცია, ევროპარლამენტი და PACE, არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ უნდა შევხედოთ,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა Rustavi 2-ის ეთერში.

,,Pace, ევროსაბჭო ამ შემთხვევაში, რომლის წევრებიც ჩვენ 1999 წელს გავხდით, იმ მოწოდებით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული, განმტკიცებული, დღეს არის ფაქტობრივად ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს. ჩვენი დამოუკიდებლობის 35 წლის თავზე, როდესაც სისხლით და ბრძოლით თავი დავაღწიეთ საბჭოთა კავშირს და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო მთავარი ლოზუნგი, აღმოჩნდა, რომ ის, ვისთანაც ჩვენ ვეძებდით ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას, აღმოჩნდა ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი.

მთავარი არსი, გამოხატულება არის, რომ ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ქართველი ხალხის ნებას, ქართველმა ხალხმა 2024 წელს დააფიქსირა თავისი არჩევანი, მაგრამ ამ ინსტიტუციებში ჩაბუდებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თქვეს, რომ არა. მათ თავის წარმოდგენაში ჰყავთ შექმნილი წარმოსახვითი ქართველი ხალხი… მათთვის ქართველი ხალხი არის მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია და ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან”,– თქვა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: რუსეთი იძულებული გახდა იმპორტული ტექნიკა ჩაენაცვლებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამის ძალა შესწევს
შემდეგი სტატიაარმაზ ახვლედიანი: რეზოლუციის ტექსტი ბევრმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს საქართველოში