შალვა პაპუაშვილი მელაზე: გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს

გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას ადვოკატის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ნიკა მელიამ, როგორც პოლიტიკოსმა, „თავი დაიმთავრა“.

„გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ. არ ყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმა. ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კონდახიშვილი: ნიკა მელიას თანხმობა გირაოს საკითხზე საჭირო არ არის
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურებული არ არის