შალვა პაპუაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხულისლამ ალაჰშუქიურ ფაშაზადეს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ინტეგრაციას საზოგადოებაში .

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს რეგიონში დიალოგის ხელშეწყობა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია”. სამწუხაროდ, EU-ის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები ერთობას არ აჩვენებენ – კრამონი
შემდეგი სტატიარუსეთი სამხედრო პოტენციალს კარგავს და ომში შესვენების აღება მოუწევს – ბრიტანეთის დაზვერვა