26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი: ჯო უილსონის მოწოდებები მხოლოდ ხმაურის შექმნას ემსახურება

ჯო უილსონს აკვიატება აქვს და ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი იქნება, მისი ერთადერთი მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო უილსონის მითითება არ სჭირდება კონკრეტულ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სადაზვერვო ინფორმაცია შეაგროვოს.

„აშშ ირანის და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციებს არ აგროვებს? ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება დონალდ ტრამპს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავლენების გამოვლენაზე თუ რეაგირებაზე. მართლა საბავშვო ბაღის აღსაზრდელივით იქცევა ზოგიერთი გარე პოლიტიკოსი. ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს ირანის და რუსეთის გავლენები შეისწავლოს პლანეტის ნებისმიერ წერტილში? ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა რუსეთში, ქალაქ ჩებოქსარში დაბომბეს ქარხანა, რომელიც აწარმოებს აღჭურვილობას შაჰედის ტიპის დრონებისთვის
შემდეგი სტატიააშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის საპატიმროში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ართმელიძე გარდაიცვალა