5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი – „იმედმა“ განცხადება გააკეთა, ბანკი თუ შეიქმნება და შესაძლებელი იქნება, ფიზიკურმა პირებმა ანგარიში გახსნან, ჩემს ანგარიშს აუცილებლად გავხსნი

„ტელეკომპანია „იმედმა“ განცხადება გააკეთა, ბანკი თუ შეიქმნება და შესაძლებელი იქნება, ფიზიკურმა პირებმა ანგარიში გახსნან, ჩემს ანგარიშს აუცილებლად გავხსნი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა ადამიანს შესაძლებლობა აქვს, შესაბამისი პირობების შემთხვევაში, ნებისმიერი ბიზნესი მიიწვიოს. ასეთი ბანკი თუ შეიქმნება და შესაძლებელი იქნება, ანგარიში ფიზიკურმა პირებმა გახსნან, ჩემს ანგარიშს აუცილებლად გავხსნი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი“.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წევრი არ ვართ, ხმის უფლება არ გვაქვს მისი პოლიტიკის განსაზღვრაში და ვალდებულებას გვკიდებენ, ხმის უფლება ვიდრე არ გვაქვს, რაღაცას გავიზიარებთ, რაღაცას – არა