საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზუსტად 4 წლის წინ, 2022 წლის 28 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად.
იმ დღის შემდეგ, ამ რამდენიმე ათას ქართველს კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ მე-5 კოლონად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ბოლოს ეს 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდება, როდესაც მათ, ბრიუსელის მხარდაჭერის ფონზე, თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად და ხელისუფლების დასამხობად გამოიყვანენ”,_ წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.















