3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი – ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთი წარმომადგენელი უნდა დაფიქრდეს, როცა მათი მთავარი გამომქომაგებელი მიხეილ სააკაშვილია, მისი გუნდის წევრები თუ არიან, მაშინ გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე

ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როცა მათი მთავარი გამომქომაგებელი მიხეილ სააკაშვილია. მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები თუ არიან, მაშინ გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ გასულ წელს განათლების კონცეფცია გამოქვეყნდა, რომელზეც სამთავრობო კომისია მუშაობდა, ამ კონცეფციაში უმაღლესი განათლების წინაშე არსებული შვიდი გამოწვევა დასახელდა.

„არცერთ უნივერსიტეტში, არცერთ სასწავლებელში და არცერთ საექსპერტო წრეში არცერთი ადამიანი არ არსებობს, რომელმაც ეს შვიდი პრობლემა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა. მცდელობაა, წარმოადგინონ, თითქოს ყველაფერი კარგადაა. უმაღლეს განათლებაში პრობლემებია. ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, მათ შორის ისაუბრა „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპზე, რაც იმდენად ლოგიკური და სწორია, რომ, სინამდვილეში, სუბიექტური დაინტერესება თუ არ აქვს რომელიღაც ფაკულტეტის დეკანს ან თანამშრომელს, რთულია, ამას ვინმე შეეწინააღმდეგოს. არც არავინ ეწინააღმდეგება. ჩვენ ვნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია და ისინი ამ ყველაფერს მიესალმებიან. ამ პრინციპს ყველა მიესალმება. შესაბამისად, ამ პრინციპის მიხედვით ადგილების გამოცხადება მოხდა სხვადასხვა უნივერსიტეტში. მგონია, ტექნიკური უნივერსიტეტი ამ მხრივ ყველაზე მოგებულ მდგომარეობაშია. ტექნიკურ პროფესიებზე მისაღებ პირთა რაოდენობა გაზრდილია, სადაც პროფესიონალების დეფიციტი გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამარცხვინო, მდაბიო ქცევა- პაპუაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ რუბიოს უწყება მუშაობს კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადადგას