20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში და საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი არის სესხი, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება უკრაინელ ხალხს და თუკი მომავალშიც რაიმე თანხას მისცემენ, ესეც იქნება სესხი, აქ უანგაროდ არავინ არავის გვერდში არ უდგას.

,,ეს ის ხალხია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ სწორედ ამგვარად მიღებულ თანხებზე პარაზიტირებდა და როგორც ჩანს, სწორედ ასეთი პარაზიტული მიდგომები აქვთ ზოგადად საკუთარი ქვეყნის ინტერესების მიმართ.

რაც შეეხება თანხებს, არც მაშინ, სხვათა შორის, მაშინაც თუკი რაიმე თანხები იყო, იყო ძირითადად სესხები, რაში დაიხარჯა, ან რაში გაიფლანგა ეს თანხა, კიდევ სხვა საკითხია. ასე რომ, დიდად ნუ ამადლიან ნურავის ამ თანხებს. დღესაც უკრაინას ეხმარებიან სესხებით. თქვენ იცით, რომ დღეს რასაც უკრაინას აძლევენ, არაფერი არ არის ნაჩუქარი. ეს ყველაფერი არის სესხი, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება უკრაინელ ხალხს და თუკი მომავალშიც რაიმე თანხას მისცემენ, ესეც იქნება სესხი, აქ უანგაროდ არავინ არავის გვერდში არ უდგას.

უანგარობა იქნებოდა რომ წასულიყვნენ და უკრაინელებთან ერთად ეომათ. ეს იქნებოდა მათი უანგარობა, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ ევროპის საზღვრები. რაც შეეხება თანხებს, ეს ყველაფერი არის სესხი, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება უკრაინას, იმ ნგრევის და ომის გარდა, რომელსაც უკრაინა განიცდის ომისგან და რომელშიც უნდოდათ სწორედ აი ამ შიდაპოლიტიკურ ჯგუფებს, საქართველო შეეთრიათ, ნგრევის გარდა, საქართველოს შემდეგ დასწოლოდა სხვა მძიმე ტვირთი სხვადასხვა სესხის სახით, რომელზეც მათ სურთ, ხელი მოითბონ და ისარგებლონ.

კიდევ ერთხელ, ეს აჩვენებს, რომ მათი გზავნილია – მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და ჩვენს ქვეყანას შევათრევთ ომში, შემდეგ გვექნება თანხების საერთო სალარო, რომელიც მათი სარგებლისთვის ერთმანეთში უნდა გაინაწილონ. საბოლოო ჯამში, როგორც 2008 წლის შემდეგ, სხვადასხვა თანხა თუ შემოდიოდა, საქართველოს დააწვა ტვირთად, სესხებად, პროცენტებად და გადასახდელი გაუხდა შემდეგ ქართველ ხალხს, ასეთ კაბალურ ვითარებაში უნდოდათ, შეეყვანათ ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ, ომი, ეს არის ნგრევა და დაპირებული თანხები არის კაბალურ მდგომარეობაში შეყვანა ქვეყნისა, რომელიც დანგრეულიც იქნება და ფინანსურად კაბალურ ვითარებაში დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: თურქმენეთისთვის საქართველოს პორტები რეგიონულ ბაზრებზე გასასვლელი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნული სააგენტო: ძაღლების არაგეგმურად აყვანაზე ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება