შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით აზრი რამდენიმე საათში შეიცვალა რატომ?

საკითხი, რასაც პასუხი აშკარად უნდა გაეცეს, ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხება. იყო განცხადება, რომ თითქოს, ეს იყო გახარიას თანამდებობიდან გადადგომის საფუძველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით აზრი რამდენიმე საათში შეიცვალა.

„უმრავლესობის 90 წევრია მოწმე, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე გიორგი გახარია უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საჭიროებაში და იმაში, რომ მისი დაპატიმრება მნიშვნელოვანი იყო. მან აზრი რამდენიმე საათში შეიცვალა. მან ეს უნდა ახსნას. სწორედ გიორგი გახარია იყო ადამიანი, რომელიც უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა, რომ ნიკა მელიასთან სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იყო და როცა მელიამ მართლმსაჯულებას ასეთი გამოწვევა ესროლა, სახელმწიფოს რეაქცია უნდა ჰქონოდა, ამის მოწმეა უმრავლესობის 90 წევრი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 29 მაისს ახალი პარტია „საქართველოსთვის“ წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა – „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის კეთება თუ არ უნდა, ყვირილი გარეთაც შეეძლო, რა უნდათ პარლამენტში?
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ინდური შტამის გამო ეპიდემიის ახალ ტალღაზე ალაპარაკდნენ