შალვა პაპუაშვილი – “გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს, თუ ამ ხიდების დაწვა?!”

“ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – რა სურს მას? სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება თუ ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მასხრად იგდებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხიდები აგებული იქნება გერმანიის მხრიდან”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საპროტესტო აქციაზე გამოჩენას.

პაპუაშვილის თქმით, პეტერ ფიშერი „მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას, ყველაფერს, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული”.

„საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვერ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია – ეს ადამიანი (პეტერ ფიშერი) მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას, ყველაფერს, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული. გასაკვირია რაც ვნახეთ – ისე, რომ მას არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმი, გუშინ მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, რომლებიც 4 ოქტომბრის შტურმის მონაწილეები იყვნენ; მეორე – ის ვისთანაც პოზირებდა, ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს და ერთ-ერთ მოსაყდრეს ეგზარქოსებად მოიხსენიებს. ამ ადამიანებთან დადგა გერმანიის ელჩი, გადაიღო ფოტო და სოლიდარობა გამოუცხადა. ეს მაგონებს მიხაილ როთის ხაზს, რომელიც აქ ჩამოსული იყო და თქვა: რა გინდათ, ბედნიერებას ეკლესიასთან ერთად გინდათ მიაღწიოთო? ეს არის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე, მიხაილ როთის ხაზი, რომელსაც დღეს გერმანიის ელჩი აგრძელებს იმით, რომ სოლიდარობას უცხადებს ექსტრემიზმს, რომელიც ქართულ ეკლესიას და მის პატრიარქს ეგზარქოსებად მოიხსენიებს. ასე რომ, ახლა მე პირადად ველოდები, რა ნაბიჯებს გადადგამს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რადგან ფაქტია, ეს ადამიანი [პეტერ ფიშერი] მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური ღონისძიება Touch Summit 2025 გაიმართება