“უპირველეს ყოვლისა, გავარკვიეთ, თურმე, დიდი ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა. ეტყობა იმიტომ, რომ TV იმედისა და POSTV-სთვის ეყურებინა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ საქმეები შეეკერა. ფაქტია, თუკი შეიძლება რაიმეს ეყრდნობოდეს დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხებია და ვფიქრობ, დასტურდება, რომ სწორედ ელჩია, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა”. – თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა
















