21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი გახარიას გუნდს: თქვენ აქ მის ადვოკატებად გამოდიხართ, მე მაშინ მოსამართლე უნდა ვიყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვებს, რომლებიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სისხლის სამართლის საქმეებს ეხებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გახარიას თანაგუნდელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში ბრალდებულის ადვოკატებად გვევლინებიან, რაც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა. პაპუაშვილმა ირონიულად დასძინა, რომ თუკი პარლამენტი საქმეების შინაარსობრივ განხილვას დაიწყებს, მას მოსამართლის როლის თამაში მოუწევს, რადგან „ჩაქუჩი აქვს“.

„თქვენ, ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარიას ადვოკატები ხართ, კითხვა იმიტომაც დასვით… მე მაშინ მოსამართლე უნდა ვიყო, ჩაქუჩი კი მაქვს, მაშინ მოსამართლის როლი უნდა ვითამაშო და გადავწყვიტოთ მაშინ პარლამენტის დარბაზში და გამოვიტანოთ განაჩენები. ამიტომ არის ეს შეზღუდვა [რეგლამენტში]”_ თქვა პაპუაშვილმა.

იქამდე, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ღიად უთხრა უარი ოპოზიციონერ დეპუტატებს პოლიტიკურ დებატებში შეყოლაზე. მისი განცხადებით, პროკურატურას როგორც ე.წ. ჩორჩანას, ისე 20 ივნისის საქმეებზე ოფიციალური პოზიცია სასამართლოში აქვს წარდგენილი და ყველამ მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა
შემდეგი სტატიაბახმაროში უწყვეტი მონიტორინგი იწყება – რა განცხადებას ავრცელებს ჩოხატაურის მერია