15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ფულით საქართველოში “მოლოტოვის კოქტეილის” კამპანია ფინანსდებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საერთაშორისო მედია ბრიუსელის მხრიდან ევროპაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებაზე წერს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული ინფორმაცია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გააზიარა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მსგავს აქტივობებს საქართველოშიც აფინანსებდა.

„რთულია ამ ინფორმაციის სისწორეში შეგეპაროს ეჭვი, როდესაც დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა“, — წერს შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშისეს-მა თბილისში ცნობილი რესტორანი კიდევ ერთხელ დააჯარიმა, ბაღდათში კი არალეგალური ყველის საწარმო დახურა
შემდეგი სტატიაშესაძლოა ბუნებრივ აირზე საფეხურებრივი ტარიფი დაწესდეს – სემეკი ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობს