შალვა პაპუაშვილი – „ემპათიას“ შეფასებები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყალბია

„ემპათიას“ შეფასებები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყალბია და კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ორგანიზაციის და მისი ექსპერტების სამედიცინო ეთიკისგან აცდენას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაც ადასტურებს, რომ „ემპათიას“ ექსპერტთა მოსაზრებები რეალობას არ შეესაბამება.

„რამდენიმე დასკვნა იყო, უფრო მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო კონსილიუმის მოსაზრებები და ამ კუთხით, მდგომარეობას დავაკვირდებით. ამავე დროს ვნახეთ ცენტრ „ემპათიას“ შეფასებები, რომელიც ფაქტია, რომ ყალბია და კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ორგანიზაციის და მისი ექსპერტების სამედიცინო ეთიკისგან აცდენას. ომბუდსმენის დასკვნამაც დაადასტურა, რომ ეს იყო სიყალბე, რაც „ემპათიასგან“ მოვისმინეთ. რაც შეეხება სტრესს, რასაც მე გავეცანი, იყო დაპატიმრებით გამოწვეული სტრესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდამენია – საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა
შემდეგი სტატიატიკარაძე – მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ