შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს კარა მაკდონალდს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი აღინიშნება.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კარა მაკდონალდმა აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, აგრეთვე, ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი, მათ შორის, საარჩევნო, მართლმსაჯულების და სხვა მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიამ დაამტკიცა ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაყველაზე პოპულარული ქართველია გარეთ და აქ, ხანდახან პოლიტიკოსებს მისი სახელის ხსენება უჭირთ – ალასანია