შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინაში რუსულ აგრესიაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე და აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის შევსებაზე.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც 2022 წლის მეორე ნახევარში ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას.

მხარეებმა ისაუბრეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს
შემდეგი სტატიადაიბომბა საველე ჰოსპიტალი… არიან დაღუპულები და დაჭრილები… მთლიანად დაინგრა საოპერაციო – ყუფარაშვილი