25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის პოზიცია ევროკავშირის გაფართოების გზაზე ბუნდოვანი ხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელის პოზიცია ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებით სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ 2022 წელს გაჟღერებული დაპირებები გაფართოების სტრატეგიის გადააზრებაზე, ზოგიერთმა ქვეყანამ ნაჩქარევად მიიჩნია და ახლა ახალი წინაპირობების წამოყენებას ცდილობს. ამის შესახებ პაპუაშვილმა სერბეთში, კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

სპიკერის განმარტებით, მსგავსი პოლიტიკური გამოწვევები და დამატებითი, არაპროცედურული კრიტერიუმები თითქმის ყველა კანდიდატ ქვეყანას ეხება. მაგალითად მან სერბეთი მოიყვანა, რომლისთვისაც მოლაპარაკებების ახალი კლასტერის გახსნას, ევროკომისიის დადებითი დასკვნის მიუხედავად, ნიდერლანდები და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბლოკავენ.

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა კანდიდატი ქვეყნების ერთიანობისა და ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობას. მისი თქმით, ეს ფორმატი არ გულისხმობს ჩაკეტილობას, არამედ მიზნად ისახავს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ევროკავშირის სტრუქტურებთან ურთიერთობაში, ვინაიდან ცალ-ცალკე ქვეყნებს ვეტოს უფლების მქონე წევრებთან თანასწორი პოზიცია არ გააჩნიათ.

banner
წინა სტატიაშიანკარაში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართა — ლიდერებმა მოსკოვში მოლაპარაკებების იდეა გამორიცხეს
შემდეგი სტატიაირაკლი კუპრაძე: ხელისუფლება ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის ქობულეთში მთის მასივებს შლის