პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას პერსპექტივა ქართულ მართლმსაჯულებაში არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა აქვს,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში ვიზიტისას განუცხადა.
„მე ღრმა კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები. პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას პერსპექტივა ქართულ მართლმსაჯულებაში არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა აქვს. აქ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.








