შალვა პაპუაშვილი – არასწორია, როცა სალომე ზურაბიშვილი ერევა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში, პარლამენტი მოქმედებს ხალხის ინტერესებით, ყველა დარჩეს საკუთარ კომპეტენციაში

არასწორია, როცა სალომე ზურაბიშვილი ერევა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში, რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, მათ შორის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განსაზღვროს კანონმდებლობდა და პოლიტიკა როგორია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ დაარღვიოს კონსტიტუცია და არ ჩაერიოს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში.

„პარლამენტი წარმოადგენს ქართველ ხალხს და მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებით. ის კანონმდებლობა, რომელსაც იღებს პარლამენტი, არის ქართველი ხალხის ინტერესით მიღებული. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკუთარ კომპეტენციებში დარჩეს. ბოლო ცვლილებას ქალბატონმა სალომემ ხელი მოაწერა, მაგრამ როგორც ჩანს, შინაარსი ვერ გაიგო, რასთან დაკავშირებით იყო ეს ცვლილება, რომელიც ეხებოდა მოქალაქეობის არმქონე პირებს, აპარტიდებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და არის გარკვეული ჯგუფი წლების განმავლობაში, რომელთაც არ აქვთ მოქალაქეობა, მათ შორის არც საქართველოსი. ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები, ათწლეულებია აქ არიან, მაგრამ რაღაცნაირად დარჩა ეს ჯგუფი, რომელთაც არ აქვთ მოქალაქეობა, მათთვის არის ეს გამარტივება განსაზღვრული. არ ყოფილა ამ ცვლილების მიზანი, რომ ქართველების თუ საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათთვის რამე პროცედურები დაედგინა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – გადამწყვეტი არის არა ბარიერი, არამედ ხალხის ნება, ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს