შალვა პაპუაშვილი – არ ვიცი, გახარიამ ცალმხრივი ბილეთი აიღო თუ არა და არ ამბობს თუ ვერ ამბობს, როდის დაბრუნდება, ჩორჩანას ეპიზოდზე ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვია

გიორგი გახარია ხომ ამბობს, რომ უშიშარია, რატომ არ უნდა დაბრუნდეს და გაახმოვანოს თავისი მოსაზრებები, თუ რაიმე აქვს სათქმელი ჩორჩანას ეპიზოდზე? ფაქტია, რომ მან ქვეყანა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩორჩანას ეპიზოდზე ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვია

„არ ვიცი, ცალმხრივი ბილეთი აიღო თუ არა და არ ამბობს თუ ვერ ამბობს, როდის დაბრუნდება. ასეთ რა ტურნეშია წასული, რომ ერთი დღე ვერ მოიცლის, რომ კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულოს? – იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისიაში გამოცხადდება და განმარტებებს გააკეთებს. ეს მისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩორჩანას ეპიზოდზე ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვია“, – განაცხადა პაპუაშვილმა

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტზე მისასვლელ გზებზე დარტყმა განახორციელეს
შემდეგი სტატიაპარტია ფედერალისტები: ივანიშვილს ქაოსის, დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის გზა აქვს არჩეული