შალვა პაპუაშვილი – ანტიევროპულია ყველა ჯგუფი, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხზე პერსონიფიცირებულ მიდგომებზე საუბრობს

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის კოორდინირებით. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და მის ადმინისტრაციას, რომ ასეთი ეფექტური კოორდინირება იყო როგორც პარლამენტთან, ასევე, სხვადასხვა უწყებებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, მედიაშიც გავრცელდა, არის საკმაოდ დეტალური, 60 გვერდამდე არის სამოქმედო გეგმა, რომელიც შვიდ სხვადასხვა მიმართულებას ეხება. სტრუქტურულად აწყობილია შემდეგ პრინციპზე, რომ არის ერთის მხრივ აღწერილი ამ შვიდ მიმართულებაში სად ვიმყოფებით და შემდეგ არის აღწერილი მათ შორის ვადები დადგენილი სხვადასხვა მიმართულებით. ეს გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის კოორდინირებით და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და მის ადმინისტრაციას, რომ ასეთი ეფექტური კოორდინირება იყო როგორც პარლამენტთან, ასევე, სხვადასხვა უწყებასთან და საბოლოო ჯამში, მივიღეთ თავისი არსით უნიკალური დოკუმენტი, იმ მხრივ, რომ ამ მხრივ გამოცდილება ნაკლებად არის მსოფლიოში, ერთადერთი ვნახეთ მოლდოვის სამოქმედო გეგმა, თუმცა ვინც შეადარებს ამ გეგმებს, ნახავს, თუ რამდენად დეტალური, დახვეწილი და კომპლექსური არის სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა საქართველოს მთავრობის კოორდინირებით, ჩვენ გვექნება დღეს ამაზე დეტალური მსჯელობა, იმედია, რომ გვექნება საგნობრივი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენჯერმე ხაზი გაესვა როგორც ევროკავშირის მხრიდან, ისე ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხზე თავი უნდა ავარიდოთ პერსონიფიცირებულ მიდგომებს.

„რა თქმა უნდა, ის მოსაზრებები, როდესაც პერსონიფიცირებულად ხდება დეოლიგარქიზაციაზე საუბარი, ეს გახლავთ ანტიევროპული დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ამ შემთხვევაში შესაბამისი სუბიექტები და თქვენ იცით, რომ ევროკავშირმა სწორედ ამიტომაც, სპეციალურად მოგვიწოდა, რომ არ გავრცელდეს ასეთი სახის დეზინფორმაცია. რამდენჯერმე ხაზი გაესვა როგორც ევროკავშირის მხრიდან, ისე ვენეციის კომისიის დასკვნაში არის, რომ თავი ავარიდოთ პერსონიფიცირებულ მიდგომებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, დღეს ვინც საუბრობს პერსონიფიცირებულ მიდგომებზე, ყველა ასეთი ჯგუფი გახლავთ ანტიევროპული ჯგუფი და ამიტომ მოვუწოდებ, რომ ასეთი დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს პერსონიფიცირებულ მიდგომას, აღარ გაავრცელონ, ვინაიდან ეს ჩრდილს აყენებს ევროკავშირს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – საქართველოს ევროპულ მატარებელში ყოფნა ვისაც უნდა, სამუშაო პროცესში კარი ღია იქნება ყველასთვის, ისე რომ არ იყვნენ, დღეს როგორც არიან, ბაქანზე მარტო და ჩამოსტირით ცხვირ-პირი
შემდეგი სტატიაპოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს