შალვა პაპუაშვილი: ამ ყველაფრის მერე, ვითომც არაფერი, საღამოს თოქშოუებში დასხდებიან და პატრიოტიზმსა და ევროპულ ღირებულებებზე გაგვესაუბრებიან

თბილისში მიმდინარე აქცია-მსვლელობას, რომელზეც კოვიდრეგულაციებს აპროტესტებენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე ეხმაურება.

„ანტი-ლოკდაუნ აქციები ევროკავშირის ქვეყნებშიც იმართება. ამაში ჩვენ მათ ვგავართ. იქ, ამ აქციებს, რადიკალი მემარჯვენეები, კონსპირაციის თეორიის მიმდევრები, მეცნიერების უარმყოფელი მარგინალები მართავენ. როგორც ჩანს, ამაშიც ვგავართ.

ოღონდ ჩვენები, ამ ყველაფრის მერე, ვითომც არაფერი, საღამოს თოქშოუებში დასხდებიან და პატრიოტიზმსა და ევროპულ ღირებულებებზე გაგვესაუბრებიან. აი ისინი, ამ წუთას, პოლიციელს, პირბადის გარეშე, სახეში რომ ასუნთქავენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდაუმორჩილებლობოს აქციაზე, სავარაუდოდ,10-მდე აქტივისტი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისში მამაკაცი დაჭრეს