8.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი: „ალიანსიდან“ გარიცხვა და გამიჯვნა დადგმული ფარსია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ოპოზიციის ალიანსში“ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„ეს ყველაფერი არის ფარსი, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ალიანსთან“ და მასში შემავალ და არ შემავალ პარტიებთან ერთად, რომლებიც ერთი გეგმითა და მიზნით მოქმედებენ, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაასუსტონ. ისინი უცხოელების ხელში ბერკეტები არიან, რათა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ზეწოლა მოახდინონ. ჩვენ ვხედავთ, რომ ის ფაქტი არ მოსწონთ, რომ ჩვენ იმ ესკალაციის პოლიტიკაში არ ვერთვებით, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს არჩეული.

პირველ რიგში, ჩვენ არ გვინდა დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა, მათ არჩეული აქვთ გზა, რომლითაც საკუთარ მოსახლეობას აზიანებენ, ეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ნაწილია. საკუთარ მოსახლეობას აზიანებენ და ამის გამო პასუხსაც იღებენ. დემონსტრაციები დედაქალაქებში იმის შედეგია, რომ ხელისუფლება ხალხს არ პასუხობს. დღეს ევროკავშირის წევრი ხელისუფლების უმეტესობას ნეგატიური რეიტინგი აქვს, 10%-20% -ია მათი მხარდაჭერა, მათივე მოსახლეობის 80-90% მათ არ უჭერს მხარს. გერმანია აიღეთ, საფრანგეთი აიღეთ, ხელისუფლებები მათ ხალხს არ წარმოადგენენ, ამიტომაც არის, რომ მათ დედაქალაქებს ცეცხლი ეკიდება.

მათ იყენებენ ინსტრუმენტად, რათა საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინონ და ჩვენც ამ კონფრონტაციისა და ესკალაციის პოლიტიკაში ჩავერთოთ, რომელშიც დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაა. ასე რომ „ალიანსიდან“ გარიცხეს, გავიდა და გაემიჯნა არის ფარსი, ეს კინო დაშლისა და შემდეგ ისევ გაერთიანებაზე რამდენჯერ უნდა ვნახოთ, რომ ბოლოსდაბოლოს მივხვდეთ – ეს ყველაფერია ჩვენთვის დადგმული სპექტაკლია, რათა გვაჩვენონ თითქოს ვიღაც არის ცალკე რადიკალი, ვიღაც ნაკლებად რადიკალი, უკვე 14 წელია ამ იწილო-ბიწილოს ვუყურებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების
შემდეგი სტატიაპარტია “დროა”: კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!