23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი: ALDE-მ ან უნდა აიძულოს “ლელო” გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს საკუთარი რიგებიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ 13-წლიან განაჩენს გამოეხმაურა. პაპუაშვილმა საერთაშორისო პლატფორმას — „ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულ ალიანსს“ (ALDE) მოუწოდა, რეაგირება მოახდინოს მისი წევრი პარტიის, „ლელოს“ პოზიციაზე.

„ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა (ALDE) ან უნდა აიძულოს პარტია “ლელო” გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო” საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ძლიერი საქართველო” ელისაშვილის განაჩენზე: ის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია
შემდეგი სტატიაგიორგი გაბუნია: სააკაშვილი გუგულის საათივით ყოველ ერთ საათში გამოდის და განცხადებებს აკეთებს