29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე: როგორც 4 ოქტომბერს ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ოპოზიციის ალიანსის” მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას მედიასთან გამოეხმაურა.

„26 მაისს ჩვენ აღლუმს ველით, რომელიც ტრადიციულად გაიმართება და გვექნება შესაძლებლობა, რომ წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის მოწმენი ვიყოთ და ეს დიდი ზეიმი იქნება ჩვენი ხალხისთვის.

რაც შეეხება დანაშაულებრივ გაერთიანებას, რომელიც თავს ოპოზიციას უწოდებს, ამ დანაშაულებრივი გაერთიანების მთელი არსი ის არის, რომ რაღაც დანაშაულები უნდა დაგეგმონ და ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოოდ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. ახლაც ასე იქნება.

ვხედავთ, რომ ფრუსტრირებულები არიან, ერთმანეთს ჭამენ, ეჩხუბებიან, იმის გამო რომ დავალებას ვერ ასრულებენ და მათი დამკვეთები უბრაზდებიან სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან და შემდგომ ეს ბრაზი გადმოაქვთ ერთმანეთზე”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი: არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩი: ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემზე გაკეთებულ განცხადებებს პერსონალურად არ ვიღებ