29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერს ესტუმრა. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი ჩვენი ქვეყნის სულიერ ისტორიაში განსაკუთრებულ როლს ატარებს, სწორედ ამ მხარეს უკავშირდება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა და ის გზა, რომელმაც საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ აქცია. 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია. ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი  დაათვალიერეს.

banner
წინა სტატიაშიVII-IX კლასის მოსწავლეები ბორჯომის ტყეებში: რას ასწავლიან ბავშვებს “სატყეო სკოლა 2026”-ის ფარგლებში
შემდეგი სტატიაგიგა ზედანია: იმას, რაც საზმაუზე მოხდა, დავარქმევდი უფუნქციო ჩრდილოეთ კორეას