შალვა ნათელაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა ავტოავარიაში დაღუპული 5 ახალგაზრდის ოჯახს

ფახულანიდღეს, წალენჯიხაში, დაბა ჯვარში ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა ავტოავარიაში დაღუპული 5 ახალგაზრდის ოჯახს.
დღესვე, შალვა ნათელაშვილი შეხვდა ენგურს გაღმა, გამყოფი ხაზის პირზე, კონფლიქტის ზონაში განლაგებულ სოფელ ფახულანის მოსახლეობას, რა დროსაც მან პასუხი გასცა მრავალრიცხოვან შეკითხვებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, ფახულანის საჯარო სკოლას გადასცა მოსწავლეებისათვის სასკოლო რვეულები.
შემდგომ შალვა ნათელაშვილი გადავიდა აფხაზეთის მიერ გახსნილ იქვე მდებარე ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტთან და კონტაქტში შევიდა აფხაზ სამხედრო პირებთან, რომლებმაც მეგობრობის აღდგენის სანაცვლოდ მოითხოვეს აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება, რაზედაც შალვა ნათელაშვილმა განუცხადა, რომ აფხაზეთი იყო, არის და დარჩება საქართველოდ, რომ აფხაზები და ქართველები ერთად აიღებენ გამყოფ ხაზებს, ხოლო ვისაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა ელანდება, მას შეუძლია მხოლოდ ოცნებები ამ თემაზე.
იქვე, შალვა ნათელაშვილი სასაზღვრო ხაზზე შეხვდა გალის რაიონის საბერიოს სკოლის მოსწავლეებს, (რომლებმაც გულისწყვეტით აღნიშნეს, რომ გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლებისათვის კვირაში გამოყოფილია მხოლოდ ერთი სააათი) და მოკითხვა დააბარა ენგურს გაღმა საქართველოსთან.

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე სუს-ის თანამშრომლებს მის თვალთვალში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“მათ ტემპერატურის აწევა უნდათ”- პრეზიდენტის კომენტარი გოგი თოფაძის განცხადებაზე