შალვა ნათელაშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი სულხანიშვილი წარადგინა

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი სულხანიშვილი წარადგინა.

” საასაბედნიეროდ ჩვენს ქვეყანას კიდევ შემორჩა შემოქმედებითი ინტელიგენცია, რომელიც არ იკვებება მთავრობის სუფრიდან და რომლის ხატი არის სამშობლო. უდიდესი პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ საზოგადო მოღვაწე, ყველასათვის საყვარელი პიროვნება გიორგი (გეგე) სულხანიშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.
მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველს საშვი არ დაჭირდება მასთან შესახვედრად და მთაწმინდა დაემსგავსება მთაწმინდას.”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში ძლიერმა სეტყვამ ხეხილის ბაღები და ნათესები გაანადგურა
შემდეგი სტატიაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს