შალვა ნათელაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატები დაასახელა

დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ზესტაფონის ამომრჩეველს შეხვდა და მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ობოლაძე წარუდგინა. შალვა ნათელაშვილმა ასევე, დაასახელა ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – მაია ლიპარიძე. დღესვე, ლეიბორისტების ლიდერი ვანისა და ბაღდათის რაიონის მოსახლეობას შეხვდება.

„დღეს ჩემ ბრძენ ზესტაფონს ასარჩევი აქვს კეთილსა და ბოროტს შორის, სინათლესა და სიბნელეს შორის. სიბნელე კოლექტიური ივანიშვილები, სინათლე ჩვენ ყველა ერთად. თუ ერთად ვიდგებით, ვერავინ მოგვერევა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანელმა ჟურნალისტებმა დეპუტატებს სასამართლოში 70 ათასი ევროს ღირებულების ნივთების ყიდვის გამო უჩივლეს
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel-ის გახსნაზე შეძახილებით დახვდნენ