15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

შალვა ნათელაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოს კითხვები გადასცა დავით გარეჯის საკითხზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ოფიციალური ნოტა გადასცა, სადაც აზერბაიჯანის მთავრობისთვის განკუთვნილი კითხვებია ასახული.

ნათელაშვილის თქმით, 2019 წლის 21 აპრილის შემდეგ დავით გარეჯის ტერიტორიაზე არსებული პროცესები ოფიციალურ ანექსიაში გადაიზარდა. ამასთან, პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანელ ხალხს პატივს სცემს და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

საელჩოსთვის გადაცემული კითხვები:

  1. როგორ შეუერთდა დავით გარეჯი აზერბაიჯანის აღსტაფის რაიონს?

  2. ვინ გადაარქვა აღდგომის მონასტერს სახელი და დაარქვა „ალბანური ტაძარი“?

  3. ვინ შეცვალა ისტორიული სახელწოდება „ჩიჩხიტური“ და დაარქვა „ქეშიშდაღი“?

  4. ვინ დაარქვა მთლიანად დავით გარეჯს „ქეშიშდაღი“?

  5. ვინ უწოდა ყველაზე მაღალ სიმაღლეს ამ ტერიტორიაზე ილჰამ ალიევის სახელი?

  6. ჰქვია თუ არა ამას ოკუპაცია და ანექსია საერთაშორისო-სამართლებრივ ენაზე?

  7. რატომ უნდა იძლეოდეს ნებართვას დავით გარეჯის მოსანახულებლად აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყება?

„სანამ არ იქნება პასუხი, სანამ აზერბაიჯანის სამხედრო ძალები არ დატოვებენ დავით გარეჯის ტერიტორიას და არ აღდგება სტატუს-ქვო, მივმართეთ აშშ-ის კონგრესის 415 წევრსა და 100 სენატორს, რომ გაგრძელდეს ემბარგო აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებაზე. აგრესორს არ შეიძლება მიეწოდებოდეს იარაღი“, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველთან.

banner
წინა სტატიაშითიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია
შემდეგი სტატიაშვედეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა