შალვა ნათელაშვილმა აშშ-ში შეხვედრები გამართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა, დღეს ვაშინგტონში გამართა შეხვედრა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორ, ელჩ ჯონ ჰერბსტთან. შემდგომში მოლაპარაკებები გაგრძელდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ სეშენსთან და კონგრესის დაზვერვის კომიტეტის საკომუნიკაციო დირექტორ ჯეკ ლანგერთან. შეხვედრებზე შალვა ნათელაშვილმა მასპინძელთა ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე წინასაარჩევნო ფონზე რაც ხელისუფლებამ შექმნა საქართველოში და იმ ტრაგიკულ ვითარებაზე რომელიც ყოველდღიურად მძაფრდება უკანონო ბორდერიზაციით,მოსახლეობის მძევლად აყვანით,მათი მკვლელობით, საოკუპაციო ხაზზე,აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხვალ შეხვედრები გაგრძელდება შეერთებული შტატების სენატსა და კონგრესში.

banner
წინა სტატიაშიყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბრიუსელის სავაჭრო ცენტრში განგაში გამოცხადდა