შალვა ნათელაშვილის ვაჟი მოსკოვში იმყოფებოდა

აზიის ქვეყნებში მოქმედი პოლიტკური პარტიების საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. გასულ წელს წარმომადგენლობით შეხვედრას რუსეთის ფედერაციამ უმასპინძლა.

კონფერენციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიგებთ, რომ საქართველოდან  ღონისძიებაში „ლეიბორისტული პარტია“ მონაწილეობდა, რომელიც კონფერენციაზე პირადად შალვა ნათელაშვილის ვაჟის, ბექა ნათელაშვილის სახით იყო წარმოდგენილი.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ საერთაშორისო მდივანმა, ბექა ნათელაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

ღონისძიება რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ და პირადად დიმიტრი მედვედევის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციის დასრულების შემდეგ დელეგატებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, სადაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს.

„ჩვენ მადლობას ვუხდით რუსეთის ფედერაციის მთავრობას, ისევე როგორც პარტია „ედინაია რასაიას“ ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის, ICAPP-ის მე-10 გენერალური ასამბლეის შესანიშნავი ორგანიზებისა და შეხვედრის შთამბეჭდავი წარმატებისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით „ედინაია რასიას“ თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს ამ ისტორიული შეხვედრის მხარდაჭერისთვის“, – ვკითხულობთ ICAPP-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ გახდება
შემდეგი სტატია“იმედგაცრუების ნიშნებს ვხედავთ და ეს არამც და არამც არ უნდა დავუშვათ”-მეუფე გრიგოლი