შალვა ნათელაშვილის თქმით, ავლაბარში, ყოფილი სამხედრო ტერიტორია კახა კალაძის მფლობელობაშია

“ლეიბორისტული პარტიის” წევრები ავლაბარში, ყოფილ სამხედრო ტერიტორიაზე, შეიკრიბნენ. შალვა ნათელაშვილის თქმით, აღნიშნული ტერიტორია კახა კალაძეს წინა ხელისუფლების დროს დაბალ ფასად გადაეცა და ის ახლა მის მფლობელობაშია.

“ლეიბორისტული პარტია” კალაძის ამომრჩევლებს მოუწოდებს, მოვიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და მოითხოვონ მისი ხელისუფლებისთვის დაბრუნება, ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ამით მერიის ბიუჯეტში თანხების ოდენობა გაიზრდება.

შალვა ნათელაშვილის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, მედიაჰოლდინგ „CLIP Art”-ის ოფისი გაქურდეს
შემდეგი სტატიაპეკინის ქუჩაზე მიკროავტობუსი ქალს დაეჯახა