ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართელოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს შეხვედრები დაიწყო ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკით და ქართული წიგნადი ფონდის მონახულებით. შემდგომ შალვა ნათელაშვილი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ როჯერ ვიკერმა. შუადღისას შალვა ნათელაშვილს ასევე გულთბილად შეხვდა შეერთებული შტატების სენატორი ტედ კრუზი. გაიმართა მოლაპარაკება აღმოსავლეთის მშვიდობის ცენტრის ხელმძღვანელ რობერტ ვექსლერთან, დღის ბოლოს შედგა შეხვედრა კონგრესის წევრ ლოის ფრანკელთან. შალვა ნათელაშვილმა მასპინძლებს გააცნო საქართელოში შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება და დასვა საკითხი ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის სტატუსისა და საქართველოს მოქალაქეებზე ამერიკაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებაზე.