შალვა ნათელაშვილი: ჩვენ აღვადგენთ ერთიან, ძლიერ, აყვავებულ ქვეყანას, რომელიშიც იცხოვრებენ ჩვენი შვილები

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო და საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა.
“საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება ასოცირებულია დიდ მეფე დავით IV აღმაშენებელთან. ის არის ჩვენი დამოუკიდებლობის არქიტექტორი და სიმბოლო. იმავდროულად, დღეს, ამ დიდი მეფის დიდი საქმის გამგრძელებელ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რასაც ვულოცავთ სრულიად საქართველოს. დავითის გზით ჩვენ აღვადგენთ ერთიან, ძლიერ, აყვავებულ ქვეყანას, რომელიშიც იცხოვრებენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები და მომავალი თაობა.”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: “რესპუბლიკელი” მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას