შალვა ნათელაშვილი ჟიული შარტავას იხსენებს-ერთი შეხედვით ცივი და მიუკარებელი ჩანდა

დღეს ჟიული შარტავა 72 წლის გახდებოდა. ჩვენ,თითქმის წელიწადი, გვერდი-გვერდ ვისხედით, საქართველოს პარლამენტის 90-იანი წლების გაყინულ სხდომათა დარბაზში.ერთი შეხედვით ცივი და მიუკარებელი ჩანდა. როცა უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი ,დავასკვენი რომ იგი ზედმეტად დარდიანი ადამიანი იყო და ეს სძენდა შორიდან,მიუკარებლის იმიჯსაც. ჩემთვის ვფიქრობდი რომ, ამ დანაღვლიანების მიზეზი უკავშირდებოდა მის,უდროოდ შეწყვეტილ გრანდიოზულ კარიერას, რაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას და კომპარტიის დემონტაჟს. სულ ბოლოს,სოხუმში გამგზავრების წინ ერთად ვისადილეთ,პარლამენტის მწირი არჩევანის მქონე,მაშინდელ ბუფეტში,სუფრაზე სასკოლო ფუნთუშა და მაწონი გვედგა.რამდენიმე რეპლიკა გავცვალეთ მხოლოდ.სოხუმზე უკვე დაწყებული იყო შეტევები. უხმოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს ,იცოდა რითაც შეიძლებოდა მისი წასვლა დამთავრებულიყო,თვალებში ჩავხედე ,მომეჩვენა რომ იქიდან თავგანწირვის სხივმა გამოანათა. კი, თურმე, ჩვენს გვერდით ცხოვრობდა გმირი,თუმცა ეს მაშინ ვერ გავიგეთ,როგორც ხდება ხოლმე.ნათელში ამყოფოს ღმერთმა,გაუმთლიანოს საქართველო.

Shalva“დღეს ჟიული შარტავა 72 წლის გახდებოდა. ჩვენ,თითქმის წელიწადი, გვერდი-გვერდ ვისხედით, საქართველოს პარლამენტის 90-იანი წლების გაყინულ სხდომათა დარბაზში.ერთი შეხედვით ცივი და მიუკარებელი ჩანდა. როცა უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი ,დავასკვენი რომ იგი ზედმეტად დარდიანი ადამიანი იყო და ეს სძენდა შორიდან,მიუკარებლის იმიჯსაც. ჩემთვის ვფიქრობდი რომ, ამ დანაღვლიანების მიზეზი უკავშირდებოდა მის,უდროოდ შეწყვეტილ გრანდიოზულ კარიერას, რაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას და კომპარტიის დემონტაჟს. სულ ბოლოს,სოხუმში გამგზავრების წინ ერთად ვისადილეთ,პარლამენტის მწირი არჩევანის მქონე,მაშინდელ ბუფეტში,სუფრაზე სასკოლო ფუნთუშა და მაწონი გვედგა.რამდენიმე რეპლიკა გავცვალეთ მხოლოდ.სოხუმზე უკვე დაწყებული იყო შეტევები. უხმოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს ,იცოდა რითაც შეიძლებოდა მისი წასვლა დამთავრებულიყო,თვალებში ჩავხედე ,მომეჩვენა რომ იქიდან თავგანწირვის სხივმა გამოანათა. კი, თურმე, ჩვენს გვერდით ცხოვრობდა გმირი,თუმცა ეს მაშინ ვერ გავიგეთ,როგორც ხდება ხოლმე.ნათელში ამყოფოს ღმერთმა,გაუმთლიანოს საქართველო”-წერს  ” ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

 

banner
წინა სტატიაში8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალები ჭარბობენ
შემდეგი სტატიამაკა ასათიანი და კოტე გოგელია აცხადებენ, რომ “მაესტროს” წილი არ იყიდება