შალვა ნათელაშვილი: ვფიქრობ, იმედიანი გაზაფხული დგება

„ჩვენმა სტუმარმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი, რასაც ვერ წარმოვიდგენდით ის მოახდინა, რომ ჩვენ დავსხედით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით კონსულტაციებისთვის, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, ვიდრე არ გათავისუფლდება ნიკა მელია და ყველა პოლიტიკური პატიმარი. ასევე, ვიდრე პირველ საკითხად არ ჩაჯდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა შეცვალოს არა მარტო ხელისუფლება, ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ჩვენ გავცვალეთ პოზიციები და სავსებით გასაგებად ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

https://youtu.be/fOOAnfzDhds

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი – ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია
შემდეგი სტატიაბაქრაძე: სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, როემლიც უნდა მოგვარდეს