20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

შალვა ნათელაშვილი: ვერასოდეს მივიღებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპატის, პუტინის მთელი სპეცსამსახური

ვერასოდეს მივიღებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპატის, პუტინის მთელი სპეცსამსახური, – წერს სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

“ამ ცხოვრებაში ბევრ რამეს თუნდაც უსიამოვნოს შეიძლება, სამწუხაროდ, გაგებით შევხვდე, მაგრამ მე ვერასოდეს მივიღებ და გავიგებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპატის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური- რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურიდან ლევან ვასაძე, ასევე ბორტნიკოვის სპეცსამსახურიდან მაკა ასათიანი, კგბ-ს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის რეზიდენტი, ერის დაუძინებელი მტერი გოგა ხაინდრავა, ასევე ბანდიტი ოლიგარქები, პაპაშვილი და სხვა ჩუმად, უკანა კარიდან შეპარულნი. მთელ ამ პროცესს კი დისპეტჩრობს ეროვნული ბოროტება, რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტი, მილიარდერი ვანო ჩხარტიშვილი. იქნებ პასუხი გაგვცენ, ვინ გამოუწერა ამ კრემლის ყურებს საშვები?”,– წერს შალვა ნათელაშვილი.

ამ წუთებში სამებაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც მაკა ასათიანი, პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა ესწრებიან. სინოდის წევრები დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში
შემდეგი სტატია“გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი”- ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ