შალვა ნათელაშვილი: ტრამპი ივანიშვილისგან განსხვავებით, მარკ ტვენსა და ჯეკ ლონდონს არჩევს

მმართველ გუნდს დონალდ ტრამპთან აქტიურ თანამშრომლობას ურჩევს არასაპარლამენტო ოპოზიცია .

“ამერიკის გამარჯვებულ რესპუბლიკურ პარტიასთან ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა, გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ, ვინმე თუ იტყვის, რომ ტრამპი მილიარდელობის გამო აირჩიეს პრეზიდენტად ეს იქნება დიდი შეცდომა, ეს კაცი არის მწერალი, დრამატურგი, ინტელექტუალი, პოლიტიკოსი, ძალიან კარგად არჩევს მარკ ტვენისა და ჯეკ ლონდონის შემოქმედებას, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც დღემდე ვერ დაადგინა ყვარყვარე თუთაბერი პოლიკარპე კაკაბაძის დაწერილია თუ რომელიმე ჯავახიშვილის,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლომ კობა დავითაშვილის ცემის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკვე მიუთითა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტია