შალვა ნათელაშვილი: შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია გადარჩენის ფონდის შექმნა

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, ლარის გაუფასურების მიზეზად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს და გადარჩენის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოში მცხოვრები მილიონერები, ვალდებულები უნდა იყვნენ, რომ ქონების 10 პროცენტი ფონდში გადარიცხონ.

“შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია გადარჩენის ფონდის შექმნა, სადაც ყველა მილიარდერი, მილიონერი შეიტანს თავის ქონების 10 პროცენტს, რითაც გადარჩება და გამყარდება ეროვნული ვალუტა ლარი. თითოეულ გაჭირვებულ ადამიანს კი კონკრეტული დახმარება ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული ქაოსი შეიწირავს თვით ამ ხელისუფლებას,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებს
შემდეგი სტატიასასამართლომ განზრახ მკველობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა