შალვა ნათელაშვილი: სასწრაფოდ სანქციები ყველას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით

„ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ რუსეთის ოკუპაციიდან 100 წლის იუბილეზე და საბჭოთა არმიის დაბადების დღის ზეიმზე ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული პარტიის ლიდერი საკუთარ ოფისში დაპატიმრებული იქნებოდა, ეს ოფისი იქნებოდა შტურმით აღებული „როსგვარდიის“ მიერ. ეს არ იყო ქართული პოლიცია, ეს იყო „როსგვარდია“. დღეს ჩვენ დავინახეთ, რეალურად რა უბედურება ტრიალებს ქვეყნის თავზე. ამიტომ მოვითხოვ ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც გამოკეტილია იმის გამო, რომ ხმა აიმაღლა ანტისაოკუპაციო მიტინგზე, მოითხოვა ოკუპანტების გასვლა საქართველოდან. მსოფლიო თანამეგობრობისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ყველა ქვეყნის მთავრობისგან მოვითხოვ, სასწრაფოდ სანქციები ყველას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, შს მინისტრს, უშიშრების ხელმძღვანელს, თალაკვაძეებს, მდინარაძეებს, კობახიძეებს, ღარიბაშვილს და იმ მოსამართლეებს, რომლებსაც სამშობლოზე წინ საკუთარი ბინძური მანდატები და სტატუსები ურჩევნიათ. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, ყველანი ფეხზე, ყველანი გარეთ, სანამ არ დავამთავრებთ ამ ამაზრზენ ანტიეროვნულ რეჟიმს“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიურმას პაეტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება