შალვა ნათელაშვილი: “როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე ეს პროცესი მთავრდება გაძვირებით”

სემეკის სხდომაზე, რომელზედაც კომპანია თელასის სატარიფო განაცხადს განიხილავდნენ ლეიბორისტულმა პარტიამ საპროტესტო აქცია მოაწყო. პარტიის წევრთა მიერ წესრიგის დარღვევის გამო ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ტარიფების მატებას უკანონოს უწოდებს.

“მე მოვუწოდებ თბილისელებს, რატომ იყურებით ტელევიზორებში? რატომ სხედხართ სახლში? გამოდით და გააკარით ივანიშვილი ტარნსფორმატორზე!”,- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

იქამდე კი ნათელაშვილმა განაცხადა – “როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ასევე მთავრდება ეს პროცესი ტარიფის გაძვირებით. უარი თქვით კომისიის სხდომის გაგრძელებაზე!”

თელასმა ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს განაცხადით 4 აგვისტოს მიმართა. სემეკი გამანაწილებლებისთვის ახალ ტარიფებს ყოველწლიურად ადგენს. გაიზრდება თუ არა დენის ტარიფი წლის ბოლოს გაირკვევა. აღნიშნული ტარიფი ძალაში მომდევნო 3 წლის მანძილზე იქნება

https://youtu.be/1a_rEHs4Glg

banner
წინა სტატიაშიველისციხეში 75 წლამდე მამაკაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო
შემდეგი სტატიაპირადად ჩემსა და “ჯემ ფესტის” ორგანიზატორი კომპანიის მიმართ საგამოძიებო სამსახურს არავითარი პრეტენზია არ აქვს