შალვა ნათელაშვილი: როგორ შეიძლება მეუფე იყოს ან შევარდნაძისტი, ან ბიძინისტი, ან მიშისტი

როგორ შეიძლება მეუფე იყოს ან შევარდნაძისტი, ან ბიძინისტი, ან მიშისტი. მეუფე უნდა იყოს ღმერთის, ჩვენც უნდა ვიყოთ ღმერთისტები,- ასე გამოეხმაურა ლეიბორსტული პარტიის ლიდერი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ნათელაშვილის შეფასებით ამ მოვლენებმა დააზარალა მრევლი და უმაღლესი სამღვდელოება.

„თვითონ იმათი ბრალია დღეს, ვინც დაზარალდა. დაზარალდა, სამწუხაროდ, პირველ რიგში, მრევლი… დაზარალდა უმაღლესი სამღვდელოება, რომელიც ჩაება პოლიტიკურ ფერხულში… გლობალური კრიზისია: ეროვნული, სახელმწიფოებრივი, ეკონომიური, სოციალური და ამას დაემატა საპატრიარქოს კრიზისი. ყველაფრის სათავე არის მამონა მოვლინებული ვერცხლით, მწვანე დოლარით. ეს მამონა ჩვენ უნდა დავწვათ პოლიტიკურ კოცონზე ძალიან მალე. როგორც ჰელოუნის დროს წვავენ ურჩხულებს ევროპაში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიმ ფონზე, როცა პატრიარქმა კაგებეს გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები, რაც ახლა არის მის მიმართ, ბუნებრივია, ოდნავ მაინც კი ვერ შეარყევს მას
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: სინოდში არცერთი მღვდელმთავარი არ დაუდგა გვერდით, არადა სულ ცოტა, რამდენიმე ვიცი, ვინც პეტრეს აგიჟებდა